X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს 3 თვის ბიუჯეტი 9%-ის გადაჭარბებით შესრულდა

6 აპრილი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2022 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ გეგმას 9%-ით გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, სამინისტროს მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებულმა თანხამ 406.2 მილიონი ლარი შეადგინა, რამაც დამტკიცებულ გეგმას 33.3 მილიონი ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 41.9 მილიონი ლარით გადააჭარბა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2022 წლის  ბიუჯეტი რეკორდულად მაღალია და 2 მილიარდ 895 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.